
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ისინი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.